სკოლამდელი მზაობის ჯგუფი

სკოლამდელი მზაობის ჯგუფი

      • სკოლამდელი მზაობის ჯგუფი

      • სასკოლო მზაობის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა.

        სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას; მოტორული, სოციალური, ემოციური, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის. 

ვიზიტების რაოდენობა: 2178