გახანგრძლივებული სწავლა
გახანგრძლივებული
ჩვენი გახანგრძლივებული სწავლება, ძირითადად, გათვლილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე. გვაქვს პირველი და მეორე ცვლის ჯგუფები, რომელიც მოიცავს მომზადებას, საგანმანათლებლო თამაშებსა და სხვა აქტივობებს.
ჩვენ ვზრუნავთ, რომ მოსწავლემ არ მოწყინოს და გონების განვითარებასთან ერთად, გაერთოს კიდეც.
ჩვენს მომსახურებაში შედის კვება და ტრანსპორტირება სახლიდან ან სკოლიდან.
ჩვენი მიდგომა მოსწავლის მომზადებასთან დაკავშირებით გულისხმობს მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ინფორმაციის მიწოდებას და მათი პროგრესის აქტიურად შეფასებას, რაც აისახება კიდეც სწავლის შედეგზე.
ჩვენს სივრცეშია:
- სასწავლო ოთახები
- სამზარეულო
- მოსასვენებელი ოთახი
თითოეული ოთახი აღჭურვილია პროექტორით ან ტელევიზორით და ლეპტოპით.
მოსწავლეების სწავლებაში ჩართულობა, კომფორტი და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად მათზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები ზრუნავენ და გარემო პირობები მათზეა მორგებული.
გახანგრძლივებული სწავლების დროებია:
დილის ჯგუფი - 9:00 - 12:20
საღამოს ჯგუფი - 12:30 – 18:30
შესაძლებელია ინდივიდუალურად ჯგუფის დროების ცვლილებაც შესაბამისი გარემოებების გამო.
"ედუცენტრი" გთავაზობთ:
- ტრანსპორტირებას(სკოლიდან ან სახლიდან - სახლში) ;
- მომზადებას სასკოლო საგნებში;
- დამატებით საგანმანათლებლო აქტივობებს;
- კვებას;
- ელექტრონულ სწავლებას;
- მოსწავლეების მიღება წარმოებს რეგულარულად.