საინტერესო სკოლა
საინტერესო სკოლა
საინტერესო სკოლა საკვირაო სკოლის პრინციპზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია მოზარდებისთვის ზოგადი განათლების გაღრმავებასა და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტების შესწავლაზე.
ჩვენ გვსურს მოზარდები მოვამზადოთ ცხოვრებისთვის და მივცეთ მათ საშუალება გამოიმუშავონ ისეთი აუცილებელი უნარები, რომლებიც შემდგომ დაეხმარებათ სწავლაში და გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩვენი მიზანია, რომ მათ ისწავლონ სწავლა და თავიანთი ძალებით შეძლონ გარკვეული ინფორმაციის მოძიება, ჩამოყალიბდნენ გათვიცნობიერებულ, განათლებულ ადამიანებად, რომლებსაც საკუთარი მსოფლმხედველობა ექნებათ და არგუმენტირებულად შეეძლებათ საკუთარი პოზიციების დასაბუთება.
ჩვენთან მოზარდები დაინტერესდებიან:
- თანამედროვე ინფორმაციული წყაროებით;
- ხელოვნებით;
- ისტორიით;
- სამოქალაქო განათლებით;
- აკადემიური წერით;
- არგუმენტირებული მსჯელობით;
- სხვადასხვა პროფესიის თავისებურობებით;
- ეკონომიკისა და სამართლის საფუძვლებით;
- ლიტერატურითა და სხვა მიმართულების თემებით;
სწავლება იქნება კვირაში ერთხელ 4 საათის განმავლობაში 3 სხვადასხვა მასწავლებელთან.
საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შესაძლებელია ლოგოპედისა და ფსიქოლოგის მომსახურებაც.