სიახლეები

      • ტოპ 10 რჩევა დედებისათვის
        • ტოპ 10 რჩევა დედებისათვის

        • 11/01/2020
        • ადრეული ასაკიდანვე ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების და როგორც ინტელექტუალური ასევე ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

          დაგვეთანხმებით, რომ ბავშვების აღზრდა და ამავდროულად ცხოვრების სხვა ასპექტებში ბალანსის შენარჩუნება ნამდვილი ხელოვნებაა, რაც დიდ შრომასაც მოითხოვს.

          ქვემოთ მოყვანილია თერაპევტისა და ფსიქოლოგის, პროფესორი ბარტონ გოლდსმიტის ტოპ 10 რჩევა - რომელიც ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ:

          1. ეძებეთ ბავშვის ძლიერი მხარეები.
          გამოიყენეთ ეს მისი თვითშეფასების გაზრდისათვის, ამით მათ მისცემთ თავდაჯერებას რომ გადალახო სირთულეები. ბავშვები უფრო მეტად გვისმენენ მაშინ, როდესაც თავს დაფასებულად გრძნობენ.

          2. დასჯა არ არის ისე ეფექტური როგორც ბავშვის შექება და დაჯილდოვება.
          იმის მაგივრად რომ მის სისუსტეებზე გაამახვილოთ ყურადღება, გამონახეთ გზები რომ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. თუ მათ შეაქებთ, ბავშვები გამონახავენ ნიჭს, რომლითაც სუსტ მხარეებს გადაფარავენ.

          3. მოერიდეთ ნეგატიურ ემოციებს როგორიცაა - სიბრაზე, სარკაზმი და დაცინვა.
          თუ თქვენს შვილს აქვს ფოკუსირების პრობლემები, ნეგატიურობა მათზე მხოლოდ უარყოფიად იმოქმედებს. გამოიყენეთ მითითების მოკლე და ნეიტრალური ფორმები, მაგალითად „ყურადღებით“.

          4. ნუ შეადარებთ დედმამიშვილებს.
          თუ ბავშვი იფიქრებს რომ მისი და ან ძმა უფრო უყვართ, ამით შეიძლება შეიქმნას ჯიბრი, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს და ოჯახშიც პრობლემებს შეგიქმნით. აგრძნობინეთ შვილებს რომ თანაბრად გიყვართ.

          5. საჭიროების შემთხვევაში ითხოვეთ დახმარება.
          ბავშვებთან ერთად ცხოვრება ნამდვილი ატრაქციონია. თუ შეატყობთ რომ მოვლენები კონტროლს გარეთ გადის, ნუ შეიკავებთ თავს და მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისათვის. ეს დაგეხმარებათ კალაპოტში დაბრუნებისა და დადებითი განწყობის შენარჩუნებაში.

          6. ბვშვებს ჭირდებათ პოზიტიური ყურადღება.
          თუ ისინი ვერ იღებენ „პოზიტიურ ყურადღებას“ ოჯახის წევრებისაგან, შეაძლოა დაიწყონ „ნეგაიური ყურადღების“ მოძიება. ეს იმიტომ, რომ ნეგატური ყურადღებაც ყურადღებაა, და ნებისმიერი ყურადღება უკეთესია მათთვის ვიდრე იგნორი. გახსოვდეთ რომ ბავშვთან კომუნიკაციაა საჭირო. სიყვარული და მზრუნველობა საუკეთესო რამაა მათთვის.

          7. თვალი ადევნეთ ბავშვის ინტერნეტის მოხმარებას.
          მასალა რომელსაც ბავშვები ინტერნეტში დასაშვებია რომ გადააწყდნენ შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. უმჯობესია თვალი ადევნოთ თუ რას ნახულობს თქვეი შვილი, ან დააყენოთ სპციალური პროგრამა რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ თუ რას აკეთებს იგი.  

          8. გაითვალისწინეთ რომ ცხოვრება იცვლება ბავშვთან ერთად.
          საწოლში თბილად გატარებული შაბათის დილები იცვლება ფეხბურთის თამაშიებითა და ზიმებით. დაიმახსოვრეთ, რომ პარტნიორებმა ერთმანეთისათვის თვისუფალი დრო მაინც უნდა გამონახონ. საღამოს პაემანები, ან შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობისათვის.

          9. იყავით სამაგალითონი.
          ბავშვები არიან პატარა ქსეროქსის მანქანასავით, ისინი ითვისებენ მშობლის ყველა ქცევას. მშობლის ცუდი ქცევა მათ „ნებართვას აძლევს“ რომ იგივე გაიმეორონ. აკონტროლეთ, რომ ბავშვის თანდასწრებით ყოველთვის სამაგალითონი იყოთ.

          10. არ დაყაროთ ფარხმალი, არასოდეს !
          ბავშვის ყველანაირი პრობლემა შესაძლოა მოაგვაროთ კარგი იუმორით, განწყობითა და შეუპოვრობით. მშობლის სათანადო მხარდაჭერით, ყველაზე პრობლემური თინეიჯერებიც კი შესაძლოა არაჩვეულებრივი ადამიანები გახდნენ.

           

          ის თუ როგორი იქნება თქვენი შვილი და რა როლს თამაშობთ თქვენ ამაში არის ოჯახის ძირითადი საიდუმლო. დაიხარჯეთ მაქსიმალურად ფს შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საბოლოოდ, სწორი აზღრდის შედეგები და თქვენივე სიხარული ნამდვილად გაგაკვირვებთ. 

      •             სკოლებს შორის შეჯიბრება
        • სკოლებს შორის შეჯიბრება

        • 11/01/2020
        • Educenter ახორციელებს სკოლებს შორის შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რუსთავის სკოლები. შეჯიბრება ხორციელდება ინგლისური ენისა და IQ ტიპის ტესტების მეშვეობით, რომელსაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ასრულებენ.

          ამ გზით ჩვენ გვსურს გამოვავლინოთ ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებსა და სკოლებს აქვთ. ჩვენი მიზანია, სწორად გავაანალიზოთ აღნიშნული საკითხები და შემდგომი რჩევები მივაწოდოთ სკოლებსა და მოსწავლეებს.

          აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2020 წლის ზაფხულამდე, სანამ ყველა დაინტერესებული სკოლა მიიღებს გამოწვევაში მონაწილეობას. შემდგომ კი გამოცხადდება შედეგები, რის მიხედვითაც წარმატებული მოსწავლეები და სკოლა დაჯილდოვდებიან სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდოებით.

    ვიზიტების რაოდენობა: 475